„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე ანა ქურდაძეა.
– მოვლენა, რომელმაც შეგცვალა…
– რადიკალური ცვლილება ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. რა თქმა უნდა, იყო გარდამტეხი პერიოდები…
– ვერასდროს წარმოვიდგენდი …
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „პრაიმ ჰაუსში“ მოვიდოდი. გადაწყვეტილებამ გაამართლა.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს …
– იგივე გზას გავივლიდი…
– სტიმულს მაძლევს …
– ჩემი დღევანდელი დღე, რომ ხვალ უკეთესი ვიყო;
– გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე …
– საზღვარგარეთ მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და იქ გავიარო მაგისტრატურა…
– პირველი სიყვარულის ისტორია …
– ძალიან სიგიჟე და გადარევა იყო, ძალიან მაგარი… 2016 წელს დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა…
– ვერასდროს ვიქნებოდი …
– ვერასდროს ვიქნებოდი ბოროტი…
– მეშინია …
– ადამიანს სხვა რისი უნდა ეშინოდეს ცხოვრებაში, საკუთარი თავის გარდა. არ მგონია, საკუთარი თავის გარდა, სხვა რამე საშიშროება გველოდეს წინ…
– რჩევას ვიღებ …
– რჩევას საკუთარი თავისგან ვიღებ
– მოხუცი ვიქნები …
– მხიარული, პოზიტიური და ძალიან, ძალიან თინეიჯერი ბებო ვიქნები;
ასევე ნახეთ:
„არ ვიცი, ამის მერე რა მოხდება…“ – რა ხდება ვიკი ბარბაქაძის პირად ცხოვრებაში
„დაღუპვამდე მეგობარს სთხოვა, ეს ჯვარი ჩემთვის გადმოეცა…“ – ინტერვიუ ქალთან, რომელიც, 20 წელია, მეტროში ხატავს