პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დასაქმებას სთავაზობენ – ლევან რატიანის თქმით, 50 ადამიანის მიღება შეუძლიათ

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში სთავაზობს და იმ კლინიკების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზაობას გამოთქვამს.
კლინიკების ჩამონათვალშია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ს რესპუბლიკური, საჩხერის რაიონული საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ინგოროყვას კლინიკა, ჟვანიას კლინიკა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბოკერიას ჰოსპიტალი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, იმედის კლინიკა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.
კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და ახალი კადრების მისაღებად მზად არიან.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკას დაახლოებით 50 თანამშრომლის მიღება შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით კლინიკისთვის არავის მიუმართავს.
“ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეიჩარის სამსახურს გადავეცით სია, რა თანამდებობაზე რომელი მედპერსონალის აყვანის შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს კლინიკას. დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენთან შეეძლებათ მუშაობის დაწყება. როგორც ვიცი, ჯერჯერობით კლინიკის კანცელარიისთვის არავის მოუმართავს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე