პირველი სასტუმრო მთვარეზე: ამერიკული სტარტაპი ნომრების დაჯავშნას იწყებს – როდის იწყება მშენებლობა და რა ღირს ჯავშანი?

კა­ლი­ფორ­ნი­ულ­მა სტარ­ტაპ­მა Galactic Resource Utilization Space (GRU) კოს­მო­სუ­რი ტუ­რიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლა – კომ­პა­ნი­ამ მთვა­რე­ზე პირ­ვე­ლი სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის და­ჯავ­შნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა 2032 წელს იგეგ­მე­ბა.

  • მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი “ოქ­როს ბი­ლე­თის­თვის“

თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მდი­დარ მა­ძი­ებ­ლებს, რო­მელ­თაც სურთ პირ­ვე­ლებ­მა და­ად­გან ფეხი მთვა­რის “კუ­რორტზე”, სო­ლი­დუ­რი დე­პო­ზი­ტის გა­დახ­და მო­უ­წევთ. პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის ჯავ­შნის სა­ფა­სუ­რი 1 000 000 დო­ლარს შე­ად­გენს.

კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის 21 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სკა­ი­ლერ ჩა­ნია. მან პრო­ექ­ტის დე­ტა­ლე­ბი და მო­მა­ვა­ლი სას­ტუმ­როს არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას 12 იან­ვარს გა­აც­ნო. ჩა­ნის თქმით, ეს იქ­ნე­ბა დე­და­მი­წის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მუდ­მი­ვი ნა­გე­ბო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

  • რო­გორ აშენ­დე­ბა სას­ტუმ­რო?

სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა 2029 წელს უნდა და­ი­წყოს. GRU-ს გეგ­მა ინო­ვა­ცი­უ­რია:

მთვა­რის ნი­ა­და­გის გა­მო­ყე­ნე­ბა: კომ­პა­ნია აპი­რებს გა­მო­ი­ყე­ნოს ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მთვა­რის გრუნტს მყარ სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბად გარ­დაქ­მნის.

მო­დუ­ლუ­რი სის­ტე­მა: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ბე­რი მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­საც გა­რე­დან მთვა­რის “აგუ­რე­ბის­გან“ აგე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფენა ექ­ნე­ბა.

მდე­ბა­რე­ო­ბა: სას­ტუმ­რო შე­საძ­ლოა მთვა­რის ე.წ. “ლა­ვურ მი­ლებ­ში“ (ბუ­ნებ­რივ მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბებ­ში) გან­თავ­სდეს, რაც სტუმ­რებს რა­დი­ა­ცი­ი­სა და მე­ტე­ო­რი­ტე­ბის­გან და­ი­ცავს.

  • ვინ იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი?

კომ­პა­ნია ვა­რა­უ­დობს, რომ პირ­ვე­ლი კლი­ენ­ტე­ბი გა­მოც­დი­ლი კოს­მო­სუ­რი ტუ­რის­ტე­ბი და მდი­და­რი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც “არა­მი­წი­ე­რი“ თაფ­ლო­ბის თვის გა­ტა­რე­ბა სურთ.

“ჩვენ ვცხოვ­რობთ გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტში, რო­დე­საც შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლუ­რად გავ­ხდეთ პლა­ნე­ტა­თა­შო­რი­სი სა­ხე­ო­ბა. თუ ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მო­მა­ვალ­ში მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ბა­დე­ბა მთვა­რე­სა და მარსზე,“ – აცხა­დებს სკა­ი­ლერ ჩანი.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა

პრო­ექ­ტი იდე­ა­ლუ­რად ჯდე­ბა -ის კოს­მო­სურ ამ­ბი­ცი­ებ­ში. NASA-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ჯა­რედ აი­ზეკ­მე­ნი, პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მხარ­და­ჭე­რით, აქ­ტი­უ­რად უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მთვა­რე­ზე მუდ­მი­ვი ბა­ზე­ბის შექ­მნას. სტარ­ტაპ­მა უკვე მო­ი­ზი­და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ისე­თი გი­გან­ტე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა SpaceX და Anduril.

  • კოს­მო­სუ­რი ტუ­რიზ­მის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთვა­რის სას­ტუმ­რო ერ­თა­დერ­თი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი არ არის. კომ­პა­ნია Space Perspective უკვე მუ­შა­ობს ხო­მალ­დზე Neptune, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტებს კოს­მო­სის კი­დე­ზე სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით აიყ­ვანს. იქ მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით იაფი – 125 000 დო­ლა­რი ეღი­რე­ბა და 6 სა­ათს გას­ტანს, მგზავ­რე­ბის­თვის კოქ­ტე­ილ-ბარი და Wi-Fi-ც კი იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წყა­რო