პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ,,მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ,,მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს.
კონცერტის მიზანი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.
აქცია-კონცერტი საქართველოს და ევროკავშირის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
მოქალაქეებს მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამასთან ბანერები წარწერით: “არა რუსულ კანონს”, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
ამასთან, აქცია-კონცერტის დაწყებამდე ,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა გაიმართა.
ipn.ge