პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.
ამის შესახებ თბილისის მერმა, მ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„უეფას“ ერთა ლიგის „პლეიოფში“ საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, ენერგიითა და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით. პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმუშავებს საკვები ობიექტები, ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ. ჩვენს ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა