წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
ადამიანის გარდაცვალებით იწყებს მხოლოდ სახელი ცხოვრებას. განა რა უნდა გაეკეთებინა პატარა ბიჭს ისეთი, რომ სრულიად საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. ის იყო, თავდაჯერებული, მოზომილი, ენერგიული და ეკრანიდან საუბრობდა ახალ სოციალურ პლატფორმაზე რომელიც ადამიანებს მყისიერად აკავშირებდა ლოკაციის მონიშნვით! მერე იყო ლოკდაუნი და სკოლებში ამ სისტემის დანერგვა უკვე პირველი აღიარება გახდა! ასე დაიწყო და ბევრი გეგმა ერთ დღეს ნაძირლის მიერ ნასროლმა ტყვიამ გააჩერა! უყურებ კადრებს და ძირს დავარდნილი ბიჭუნას გაოცებულ სახეს ხედავ, რომელსაც გონია, რომ ის ვიღაცაში შეეშალათ, და თუ მკვლელი თვალებში ჩახედავს მიხვდება, რომ ის არაა ვინც უნდა მოკლან((( მის სახეში სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი ჩანს! მაგრამ მკვლელმა ზუსტად იცის ვინ არის ნიკო! …. პირველი, რაც აქ გავაკეთეთ ეს ნიკოს სახელობის IT აკადემიაა. კედლიდან თხელი, სათვალებიანი ბიჭუნა გვიყურებს, რომელიც კიდეებით ადის წიგნების თაროზე… და ჩვენ გვიყურებს! მისი სახე ცნობისმოყვარეობით სავსეა. სავსეა სიახლის გაგების სურვილით! სურვილით იცოდე იმაზე მეტი ვიდრე დღეს იცის კაცობრიობამ! დიახ! არა დაბამ, სოფელმა, ქალაქმა, ქვეყანამ! – კაცობრიობამ. მან ეს შეძლო! შეძლო შეექმნა უნივერსალური სისტემა კავშირის! კავშირის მთელი პლანეტისთვის! და ეს იყო დასაწყისი! დასაწყისი რომელიც აღარავინ იცის როგორ განვითარდებოდა, რადგან თავად ცოდნაა უსასრულო. აუჰ! რა დასანანია, რომ ნიკო აღარაა და რა ტრაგედიაა, რომ ის მოკლეს! მოკლეს და ყველაფერი ბურუსით დაფარეს! იყო ერთი ნათელი, სუფთა, პატარა ბიჭი რომელმაც მოასწრო სათქმელი და მომავალში გადაინაცვალა. … დღეს ნიკოს 26 წელი შეუსრულდება.. მე კი მაინც კიბეებზე, წიგნების თაროების მწვერვალისკენ მიმავალი მემახსოვრება, თხელი, გამხდარი, მოქნილი, სუფთა და ნათელი ბიჭუნა, სახელად ნიკო, რომელიც თვალებში გიყურებს და გეუბნება, რომ მწვერვალისკენ გზა მხოლოდ წიგნებზე, განათლებაზე, პროგრესზე გადის! … გამთენიისას, ჯგალის ტაძარი დარეკავს ზარებს და, მოგიგონებთ!
