პირველი ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა – “იუვენტუსი” კოპმეინერსის ყიდვას ცდილობს

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსმა” “ატალანტას” გუნდის ნახევარმცველის, ტეუნ კოპმმეინერსის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გაუკეთა.
ტურინელები მზად არიან, 26 წლის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღონ და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე მაისში შეათანხმეს, მაგრამ ბერგამოელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
კოპმეინერსმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე “ატალანტას” ფორმა ყველა ტურნირზე 50 შეხვედრაში მოირგო, სადაც 15 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.