ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ისტორია გადაიწერა. სან-მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლიხტენშტეინს 19 წლის ნიკო სენსოლის 53-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე სანმარინოელებს 176 ოფიციალური მატჩი ჰქონდათ გამართული, სადაც 5 მათგანში ფრე ითამაშეს, 171-ში კი დამარცხდნენ.
ინფორმაციისთვის, სან-მარინოსთვის ეს ისტორიაში მეორე გამარჯვებაა, მაგრამ ის ერთი გუნდმა ამხანაგურ დაპირისპირებაში იზეიმა, როდესაც 2004 წელს იგივე ლიხტენშტეინი დაამარცხა.
