პირველი მედალი პერუდან-დიმიტრი აბრალავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე პირველი დიმიტრი აბრალავა (67 კგ.) გამოვიდა. ძალოსანმა (U17) ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იასპარეზა.
აბრალავამ ატაცში თავი 109 / 113 / 117 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 141 / 145 / 147 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. აბრალავა ორჭიდში მოგროვილი 264 კილოგრამით მე-4 პოზიციაზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში