პირველი მატჩი და პირველი აღიარება – “კვარა” ტურის სიმბოლურში

პსჟ-ის გარემარბი საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ პირველივე მატჩში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მე-19 ტურში “რეიმსთან” სახლში ფრედ (1:1) დასრულებულ დაპირისპირებაში კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და 83-ე წუთზე შეცვალეს. ლიგა 1-ის საიტმა ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
ხვალ ხვიჩა პსჟ-ს სტუმრად “შტუტგარტთან” ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და 1-ელ თებერვალს, გასვლაზე “ბრესტთან” ითამაშებს.
ლიგა 1-ის მე-19 ტურის სიმბოლური ნაკრები
ანტონი ლოპეში (ნანტი), პრშემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი), დანტე (ნიცა), ფაკუნდო მედინა (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ), დეზირე დუე (პსჟ), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგი),
მაგნეს აკლიუში (მონაკო), უსმან დემბელე (პსჟ), (პსჟ), ევან გესანი (ნიცა).

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში