პირველი მარტიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას აპირებს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს. ს ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისთვის“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.