პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა, შობა-ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს მიულოცეს, მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და პერსონალს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის ღირსეული გარემოს შექმნა და ეს სოციალური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
„დავინახე უანგაროდ როგორ ემსახურებიან ჩვენს მოხუცებს და ბავშვებს კეთილი ადამიანები. ჩვენი, სახელმწიფოს მიზანი სწორედ ეს არის, რომ ბავშვებმა და ხანდაზმულებმა მშვიდობიან და უსაფრთხო საქართველოში იცხოვრონ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა.




