პირველი იანვრიდან ესტონეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დაუშვეს

2024 წლის პირველი იანვრიდან ესტონეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დასაშვები გახდა.
ცვლილებები რიიგიკოგუმ – ს პარლამენტმა – 2023 წლის ივნისში მიიღო და ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება მიეცათ, შვილები აიყვანონ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით.
ასევე, ძალაში რჩება ერთად ცხოვრების შესახებ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, რომელიც ს კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა მიღებული.
ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე.
დაწერეთ კომენტარი