„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა „პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ის არხის საინფორმაციო სამსახურის – “მოამბის” კორესპონდენტი იყო.
“კომერსანტი” მწუხარებას გამოთქვამს გიორგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად ჟურნალისტების კორპუსს.