პირველების ექსკლუზივი: TV პირველმა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატთან პირველი კომენტარი ჩაწერა.
ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ემზადება საგანგებო განცხადების გასაკეთებლად და თავად გასცეს ყველა კითხვას პასუხის.
ტვ პირველის ჟურნალისტს მარიმა გაფრიდაშვილ ღარიბაშვილის ადვოკატმა უთხრა, რომ უკანონო შემოსავლების აღიარება არ ნიშნავს, რომ ექს-პრემიერი კორუფციის აღსარებას.
ლილი გელაშვილი: “ჩვენ მოწმის სახით ვიყავით გამოკითხვაზე, გაგიგიათ და მეც გიდასტურებთ. დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთია, გამოიძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რას განაცხადებს ბრიფინგზე, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ [განცხადების გაკეთებისგან]”
TV პირველი – სუს-მა ხაზგასმით განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა… ჩვენება მისცა ვინმეს წინააღმდეგ?!
ლილი გელაშვილი: გამოვრიცხავ! ამასთა დაკავშირებით თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. გქონდეთ ამის მოლოდინი და დეტალურად ახსნის ყველაფერს.