პირველად 60 წლის შემდეგ – აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

აფხაზეთის წყლებში პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეებმა თევზი, რუხი ზურგრქოსანა (Balistes capriscus) აღმოაჩინეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ს მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ სამეცნიერო ცენტრის აზოვ-შავი ზღვის აუზის იქთიოფაუნის შემსწავლელი სექტორის ხელმძღვანელმა, დანილ ბუხმინმა განუცხადა.
„სოხუმში რუხი ზურგრქოსანას დაჭერის შემთხვევა დაფიქსირდა. ის პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეების ადგილობრივმა ბრიგადამ დაიჭირა და გაათავისუფლა,“ – აცხადებს ბუხმინი.
რუსი მეცნიერის ვარაუდით, თევზი, რომლის ბინადრობის არეალი ატლანტის ოკეანეა, შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის მხრიდან სოხუმის ყურეში შემთხვევით მოხვედრილიყო.

ასევე დაგაინტერესებთ