“პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა” – როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი – Marao

“პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა” – როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი – Marao
ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი მი­რან­და შე­ლია რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში წლე­ბის წინ მო­ექ­ცა. გო­გო­ნა რუს ფეხ­ბურ­თელ ფი­ო­დორ სმო­ლო­ვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­და. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი, მან პო­პუ­ლა­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ახლა “ინ­სტაგ­რამ­ზე” 1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ თვალს მის კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას.
· ბავ­შვო­ბა
მი­რან­და შე­ლია 1992 წლის 20 სექ­ტემ­ბერს დო­ნის როს­ტოვ­ში და­ი­ბა­და, ის ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლია. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, დედა ცუ­დად გახ­და და თა­ვი­დან სი­ა­რუ­ლიც კი არ შე­ეძ­ლო, ამი­ტომ გო­გო­ნას ერთი წლამ­დე ბე­ბია ზრდი­და.
რო­დე­საც დედა გა­მო­ჯან­მრთელ­და, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დელ­მა აღი­ა­რა, რომ რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქი შე­უყ­ვარ­და, მაგ­რამ ზამ­თარ­ში, სი­ცი­ვის გამო, სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია.მი­რან­და ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და რო­გორ და­ი­წყო ტი­რი­ლი, რო­დე­საც დე­დამ ხუმ­რო­ბით უთხრა, რომ მალე ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რი ეყო­ლე­ბო­დათ. წლე­ბის შემ­დეგ თა­ვად უნ­დო­და, რომ და-ძმა ჰყო­ლო­და.
თვლის, რომ რთუ­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან ცელ­ქი და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილს აბე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც კი შე­ეძ­ლო. სკო­ლის წლებ­ში კი შე­ლი­ას ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან. არა­სო­დეს ერი­დე­ბო­და იმის აღი­ა­რე­ბას, რომ ქარ­თვე­ლია, ამით ამა­ყობ­და. სკო­ლი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ხში­რად ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და, ამი­ტომ, მის­თვის სკო­ლის პე­რი­ო­დი რთულ წლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა.
შე­ლია გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტია და რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის აკა­დე­მია აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არ­ჩე­ვა­ნი მა­მის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თა. მო­დე­ლი სტუ­დენ­ტო­ბის წლებს სით­ბო­თი იხ­სე­ნებს. მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ არ სურ­და ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა სა­მარ­თლის პრო­ფე­სი­ას­თან და მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.
· სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი
ვარ­სკვლა­ვი სი­ლა­მა­ზი­თა და მო­დით ად­რე­ულ ბავ­შვო­ბა­შიც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად 6 წლის ასაკ­ში გა­და­წყვი­ტა მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა, რო­დე­საც სახ­ლში ბე­ბი­ას­თან ერ­თად დარ­ჩა. მშობ­ლე­ბი მი­რან­დას მიერ გა­კე­თე­ბულ­მა მა­კი­აჟ­მა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლიშ­ვილს სა­ბავ­შვო კოს­მე­ტი­კუ­რი ნაკ­რე­ბი უყი­დეს.
რო­გორც მო­დე­ლი, ცნო­ბი­ლი გახ­და ვიწ­რო წრე­ებ­ში. მალე მი­რან­დას პერ­სო­ნით ბევ­რი და­ინ­ტე­რეს­და ირი­ნა შე­იკ­თან გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბის გამო, რა­საც გო­გო­ნა მა­კი­ა­ჟის დახ­მა­რე­ბით, ოს­ტა­ტუ­რად უს­ვამს ხაზს. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ყო­ფი­ლი “გერლფ­რენ­დის­გან” გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თველს უყ­ვარს თმა­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.
ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ შე­ლი­ამ ამ ეფექტს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ით მი­აღ­წია. მო­დე­ლი არ უარ­ყოფს, რომ რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ი­კე­თა და ხში­რად სტუმ­რობს კოს­მე­ტო­ლოგს, თუმ­ცა ურ­ჩევ­ნია კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თოს სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ.
მისი თქმით, მათ არა­ერ­თხელ სცა­დეს მისი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მისი სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გი იყო.
გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის წყა­ლო­ბით, მი­რან­და რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებს მოწ­ვე­ვებს კოს­მე­ტი­კი­სა და ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. წარ­სულ­ში ის გა­მოჩ­ნდა ისე­თი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა City Magazine და Avantage.
მი­რან­და აღი­ა­რებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის “მძე­ვა­ლია”. ყო­ველ­დღე, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი, რა­საც აკე­თებს, ტე­ლე­ფო­ნის ხელ­ში აღე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბაა.
რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ველ­დღი­ურ სტილს, შე­ლია უპი­რა­ტე­სო­ბას მარ­ტივ სტილს ანი­ჭებს და აცხა­დებს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი კომ­ფორ­ტია. მისი საყ­ვა­რე­ლი დე­ტა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი ლუ­ქის­თვის არის და­ხე­უ­ლი ჯინ­სი, ჩექ­მა და შეკ­რუ­ლი თმა.
· პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა
მო­დე­ლის თქმით, ის ღია და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნია, რაც ხში­რად ხელს უშ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს შო­რის ასა­ხე­ლებს ეჭ­ვი­ა­ნო­ბას და ფეთ­ქე­ბად ხა­სი­ათს, მაგ­რამ აღი­ა­რებს, რომ სწრა­ფად მშვიდ­დე­ბა. მისი აზ­რით, არ არ­სე­ბობს “თეთ­რი შური”. წარ­სულ­ში ეჭ­ვი­ა­ნი მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და, რაც შე­ლი­ას დიდ ტან­ჯვას აყე­ნებ­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ის­წავ­ლა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა.
ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ვარ­სკვლა­ვი აფა­სებს ერ­თგუ­ლე­ბას და თვლის, რომ ვე­რა­სო­დეს აპა­ტი­ებს ღა­ლატს. იგი აღ­წერს თა­ვის იდე­ა­ლურ რჩე­ულს, რო­გორც კე­თილ, მა­მაც, პა­ტი­ო­სან და მდი­დარ ადა­მი­ანს.
წარ­სულ­ში მი­რან­დას უკვე მო­უ­წია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე. წყვილ­მა ჯვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.
ის დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს ყო­ფილ ქმარ­თან გან­შო­რე­ბის მი­ზე­ზებს და ნა­ნობს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდო­ბის შეც­დო­მე­ბით ხსნის. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჭან­ტუ­რი­ამ არ­ჩე­ვა­ნი ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვილ­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მალე მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი.