პირველად სახლი შეეშალა, მეორედ ზუსტ მისამართზე მივიდა | კოსტა სანიკიძის დაჭრისთვის დაკავებულ ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

ექიმების ცნობით, დაჭრილი მსახიობის, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ფაქტს დედა და მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო.
ექიმი ამბობს, რომ სანიკიძეს დღეს პალატაში გადაიყვანენ და გამორიცხული არაა, რომ პოლიციამ ის დღესვე გამოკითხოს. საქმეზე დაკავებულია 24 წლის გიორგი გველესიანი, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
“საუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არ იყო საუბარი, შესაბამისად არც მე ვიცი ზუსტად სიმართლე გითხრათ რა ჰქონდათ კომუნიკაცია. მტერი არ ჰყავდა, კოსტა უკარგესი, უკეთილესი პიროვნებაა, შესაბამისად, მტრებიც არ ჰყავდა. მართლა არ ვიცით არავინ რა იყო მოტივი. ეს სახელი და გვარი, არავის არაფერს არ გვეუბნება. პირველად რომ იყო სახლი შეეშალა, მეორედ უკვე ზუსტ მისამართზე მივიდა”, – ამბობს სანიკიძის მეგობარი.