პირველად იქნება არჩევნები, რომელსაც ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს – „საქართველოსთვის“

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ს დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და ს გაყალბებაში „ქართული ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.
„გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და „ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები – ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.
არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუსი-ს როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.
„ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი – ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.
ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ