პირველად იტალიის საზღვრებს გარეთ – ბონავენტურა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

34 წლის იტალიელი ნახევარმცველი ჯაკომო ბონავენტურა კარიერას საუდის არაბეთის კლუბ “ალ შაბაბში” გააგრძელებს. ფეხბურთელმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ 1 წლით გახანგლძრივების პერსპექტივით და სეზონში 4 მილიონ ევრო გასამრჯელოსაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელისთვის ეს იტალიის საზღვრებს გარეთ პირველი გუნდი იქნება. ბონავენტურა ადრე “ატალანტაში” და “მილანში” თამაშობდა, მისი ბოლო ნავთსაყუდელი კი “ფიორენტინა” გახლდათ, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გასულ სეზონში მან ფლორენციელთა ფორმა ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში მოირგო, სადაც 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში