პირველად ისტორიაში! საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია!
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ( ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და 30 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გიწვევთ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარდგენის ღონისძიებაზე.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენები.
წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია