“პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც თავი მდიდარი მგონია: ქვედა ნარზე ვწევარ, რომელიც მოუხერხებელია, მაგრამ ორი ლეიბი მაქვს” – ზვიად რატიანის წერილი ციხიდან

“პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც თავი მდიდარი მგონია: ქვედა ნარზე ვწევარ, რომელიც მოუხერხებელია, მაგრამ ორი ლეიბი მაქვს” – ზვიად რატიანის წერილი ციხიდან
„მაიას, რუსიკოს, ნინოს, ნათიას, ფატის და სანიმუშო გოგონებს, ვისი სახელიც საპატიო ლეგიონია
მხურვალე სალამი და მოკითხვა პირაქეთა საპროტესტო რეალობიდან. ყველას მადლობა ზრუნვისთვის და განცდებისთვის, ყველაფერს ვგრძნობ და მამხნევებს. ჩემზე ძალიანაც არ იდარდოთ, მაგრად ვარ და კიდევ უფრო მაგრად ვიქნები.
კი გეცოდინებათ, რომ ჯერჯერობით ყველაფერში მიმართლებს. ჯერ იყო და პირდაპირ საკანაში ამოვყავი თავი და არა რეზბალნიცის პალატაში. მერე იყო და მთლად ჩვენებთან გამამწესეს. საკანი კი არა, ჩვეულებრივი რევკომის შტაბია. ოთხნი ვთანავცხობრობთ: გიო ახობაძე, ნიკუშა კაცია, თორნიკე გოშაძე და მე. ვიწროდ ვართ, მაგრამ სუფთად.
როგორც ძველებს უთქვამთ, გული გულობდეს და სასაცილო ციხეშიც ბევრიაო, თუ როგორცაა… წამლები და წიგნები არ მაკლია, თან ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც თავი მდიდარი მგონია: ქვედა ნარზე ვწევარ, რომელიც მოუხერხებელია, მაგრამ ორი ლეიბი მაქვს. ნარის გვერდით კარადაა, რომელსაც კარიც აქვს, რაც დიდი გამარჯვებაა. პერსონალი გვეპყრობა ფრთხილად და ხაზგასმული პატივისცემით.
ციხის მენიუს თითქმის მეოთხედი, თუ ინტრიგანი არ ხარ კაცი, თითქმის ასატანია, საკარანტინო სარდაფისგან განსხვავებით, სადაც შემიყვანეს, ერთი დღე-ღამით მომასვენეს. სამიდღემჩიო საკნებში რწყილები და ტარაკნები არ გვაწუხებენ. ნუ თითქმის. მოკლედ, მე თქვენი მექნება და თქვენ ჩემი გქონდეთ. მიყვარხართ. რომ გავიმარჯვებთ, უჩემოდაც იცით. გასაკეთებელი აქაც ბევრია. რუსიკო, იქნებ ისტორიული ლიტერატურა შემომიგზავნო, როცა გეცლება. სოვლაბის რამეები ან მსგავსი. ვგიჟდები საბჭოთა ჰორორებზე. ოღონდ ერიკ ლი და სტივენ კინგი გაზეპირებული მაქვს. რამე ჩვენებისა უფრო მაინტერესებს და მახარებს. ისე, თუ გაიმეტა ვინმემ – ვერც ლაშას „საქართველო სტალინის წინააღმდეგ” მოვასწარი. რაც და როგორც მოგიხერხდება.
ცეცხლი ოლიგარქიას”.