რადიო ფორტუნას გადაცემის “ვარსკვლავური დუეტის” სტუმრები ეკა კახიანი და ეკა ჩხეიძე არიან:
ეკა კახიანი: „პირველად ერთმანეთს თეატრალურში შევხვდით. ჯგუფში რომ შემოვედი, რაღაცაზე ისე გაიცინე, ცოტა ვიფიქრე, ვაუ… ეს ის ჯგუფია, ლეგენდები რომ დადის-მეთქი“.
ეკა ჩხეიძე: „სიცილისთვის მაგდებდნენ ინსტიტუტიდან…“
ეკა კახიანი:„ყველა მსახიობი და მომღერალი ხომ არ იქნება ერთ ოჯახში. ანასტასია და ქეთოც გადასარევად მღერიან, მაგრამ თავისთვის.. მეც ვფიქრობ, რომ რადგან ჩემი შვილები არიან, არ უნდა იდგნენ სცენაზე…“
ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
“მამასგან განსხვავებით, მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორსა და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა” – ამბობდა ეკა.
ეკა ჩხეიძე უკვე არაერთი წელია, რაც მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობია. ის 2012 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და არაერთ ფილმშიც იღებდა მონაწილეობას.ეკა ცნობილი ქართვლი რეჟისორიდ, თეურ ჩეიძის ქალიშვილი, და ლეგენდარული მსახიობის, მედეა ჩახავს შილიშვილია.
მსახიობს ბებიის შესახებ არაერთ ინტერვიუში უსაუბრია:
“მედიკოს ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა, ადვილი იყო მასთან ურთიერთობა, თბილი ადამიანი იყო. მე ცოტა უფრო ხისტი ვარ, ბუტია და ზედმეტად ემოციური…
რასაც მის სიცოცხლეში ვხედავდი და ვუყურებდი, რთულ სიტუაციებს მუდმივად ამარტივებდა და ნაკლებად აპრობლემებდა. ეს თვისება ჯერ მას უადვილებდა ცხოვრებას, ასევე უმარტივებდა შემდგომ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისგანაც ეწყინებოდა რამე ან ვისზეც ბრაზობდა.
რაც მის ცხოვრებაში გარკვეული უსიამოვნო ეპიზოდები იყო, ყველაფერი ამ საოცარი თვისების გამო, მეტ-ნაკლებად მარტივად გადაიტანა. ცხოვრებამ რა სირთულეც მოუტანა, იმ სირთულის სწრაფად გადახარშვა შეძლო…
მუდმივად გვქონდა საახალწლო შეხვედრები, მედიკოს შთამომავლები მასთან ვიკრიბებოდით. რაც საოცარი რამ იყო… მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიკარგა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩვენი შვილები გაიზარდნენ, მათგან ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, მიმოვიფანტეთ.
ახლა თითქოს მისი შვილები ცდილობენ იმავეს, მაგრამ როგორც ადრე, ისეთი გამთლიანება აღარ გამოდის. შეიძლება, იმის ბრალია, რომ ბავშვები გაიზარდნენ და ვეღარ ვიმორჩილებთ. მაგრამ იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა დიდი ოჯახი შეკრულია… ალბათ ყველაფერს თავის დრო და ხიბლი აქვს. ამ კოვიდმა ხომ კიდევ მეტად გაართულა საქმე.
– პირველი იყო, ვინც თქვა, – ძალიან მინდა, ეკა მსახიობი იყოსო. არადა, როცა ეს თქვა, პატარა ვიყავი, სკოლაში დავდიოდი და მომავალ პროფესიაზე ჯერ არც ვფიქრობდი. მერე გარშემო, ყველასგან, მასწავლებლებისგანაც მესმოდა, – შენ მსახიობი იქნებიო! ეს ცოტა მაღიზიანებდა, პროტესტი მქონდა. ხან ხატვა მინდოდა, ხან – ცეკვა, ექიმობაც… მედიკო კი ხშირად იმეორებდა, – მსახიობი უნდა გახდე, შენ სცენაზე უნდა იდგეო… ” – იხსენებდა ეკა.