პირველად დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში 3 წლის შემდეგ – ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე კარგ თამაშს აგრძელებს [VIDEO]

ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის პირველი დიდი სლემის ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა კვალიფიკაციის ფინალში მსოფლიოს 105-ე ნომერი. 25 წლის იტალიელი ფრანჩესკო პასარო ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენებურის ანგარიშზე 8 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან მეტოქე სამჯერ დააბრეიკა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზი დიდი სლემის ძირითად ბადეში პირველად ითამაშებს. იქ კი მისი მეტოქის ვინაობა დღეს ოდნავ მოგვიანებით გასამართი წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ავსტრალიის
ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები 12 იანვრიდან დაიწყება.
ვულოცავ ნიკას! ძლიერი ნებისყოფა აქვს და ოსტატობაც არ დაეწუნება.დღეს რაც ვნახე პირველი მოწოდება ისევ პრობლემურია და ასე გაუჭირდება, სხვა მხრივ კარგი იყო.