პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველმა მშვილდოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველმა მშვილდოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში ქართველმა მშვილდოსანმა სანდრო მაჭავარიანმა წარმატებით იასპარეზა. მან 21-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ებრაელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს.
სანდრო მაჭავარიანის პირველი მწვრთნელი ალექსანდრე (ბაჩუკი) მეჟევიძე იყო, ამჟამად კი იგი ლაშა ფხაკაძესთან ვარჯიშობს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მშვილდოსანმა მედლის მოპოვება პირველად შეძლო.
საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს