პირველად… “გარეჯი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა

საგარეჯოს “გარეჯი” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. კლუბის ისტორიაში პირველად.
გარეჯმა რანგით მეოთხე ლიგიდან დაიწყო და აი, ეტაპ-ეტაპ გადავიდა.
ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის წინ გარეჯი 4 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ხობის “კოლხეთთან” გამარჯვება ჰყოფნიდა, რათა გაენაღდებინა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლა. საგარეჯოელები სენეგალელი მუსა სამასას გოლით იგებდნენ, შემდეგ ხობელთაგან გია აფხაზავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს, “გარეჯი” მარცხდებოდა, მაგრამ ლევან პაპავამ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.
სხვათა შორის, პაპავა 27 გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
erovnuliliga.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში