ლა ლიგის მე-19 ტურში “ბარსელონამ” “ატლეტიკოს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩის 36-ე წუთზე კატალონიელთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი გააფუჭა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში პოლონელმა უკვე მეორე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რაც გუნდის ანტი-რეკორდია. აქამდე “ბლაუგრანას” არცერთ ფეხბურთელს ერთ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ორი პენალტი არასდროს გაუფუჭებია.
ლევანდოვსკიმ პირველად უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად მიმდინარე სეზონში მე-8 ტურში “სევილიასთან” მოგებულ 4:1 შეხვედრაში ვერ გარდასახა.
37 წლის ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 12 შეხვედრაში 8 გოლი და 1 ასისტია.
[VIDEO] დიდი პატივისცემა – რა გააკეთა ფლიკმა “ატლეტიკოსთან” საფინალო სასტვენის შემდეგ
მოლაპარაკებები დაწყებულია – ლევანდოვსკი შესაძლოა, თურქულ გუნდში გადაბარგდეს
ლაპორტასგან აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ… – “ბარსელონას” უცნაური თხოვნა ლევანდოვსკის
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
“ბარსელონამ” ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
უარი თურქებს – ლევანდოვსკი მინიმუმ სეზონის ბოლომდე “ბარსელონაში” რჩება
“ბარსელონას” ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[VIDEO] დიდი პატივისცემა – რა გააკეთა ფლიკმა “ატლეტიკოსთან” საფინალო სასტვენის შემდეგ


