პირებს, რომლებსაც „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში აქვთ და თან „თიბისი კონცეპტ“ 360 ნაკრების მომხმარებელიც არიან, შესაძლებლობა აქვთ საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლონ

პირებს, რომლებსაც „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში აქვთ და თან „თიბისი კონცეპტ“ 360 ნაკრების მომხმარებელიც არიან, შესაძლებლობა აქვთ საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლონ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
„გონივრული ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია წვდომა გქონდეს ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე და განახლებულ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარება საინვესტიციო მრჩეველი.
პირველ ეტაპზე, მრჩეველი, შენს საინვესტიციო პროფაილს შეადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება შენი მიზნები, რისკის დონე და მომგებიანობის მოთხოვნილება. შემდეგ, „თიბისი კაპიტალის“ საბროკერო მიმართულების კვლევების გუნდთან ერთად, შენს საინვესტიციო პორტფელს მოამზადებს.
საინვესტიციო მრჩეველი, პორტფელისთვის, შენთვის საინტერესო ფინანსურ ინსტრუმენტებს შეარჩევს: აქციებს, ფონდებს, ობლიგაციებს და რაც მთავარია, ინვესტირებაში და ტრანზაქციების აღსრულებაში დაგეხმარება.
საინვესტიციო მრჩეველი ყოველთვიურად პერფორმანს რეპორტს გაგიზიარებს, კვარტალში ერთხელ კი ფიზიკურად შეგხვდება და პორტფელის მომგებიანობას, ფინანსური ინსტრუმენტების რებალანსინგის საჭიროებას და პორტფელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. ასევე, გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციებსა და საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს გაგიზიარებს.
თუ დაინტერესდი საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით, მიმართე პირად ბანკირს. არ გადადო, დააბანდე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვინც დარჩებით ლელოში, მინდა დღესვე იცოდეთ, ხართ მზად ეომოთ საკუთარ ხალხს? ხართ მზად პატიმრებს ეჩხუბოთ? ხართ მზად აქტივისტებზე იძალადოთ გასაჩუმებლად? მზად ხართ ქოცების სანქციები დაამუხრუჭოთ?”