“პირდაპირ 20 000–ლარიანი ჯარიმები უნდათ რომ დაწერონ, ან 60 დღემდე პატიმრობა შეგვიფარდონ!” – გიორგი მუმლაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, :
დღეს მირეკავენ სასამართლოდან, რომ თურმე პროცესი მქონია 13 საათზე. არადა 24 მარტს, ჩემი სამი საქმე გაერთიანდა, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს, ანუ გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარიან ჯარიმას, ან 15 დღიან პატიმრობას რომ ითვალისწინებს და 8 აპრილს ჩაინიშნა ეს პროცესი. ამიტომ გამიკვირდა და ვუთხარი თანაშემწეს, რომ პროცესი 8 აპრილს უნდა მქონდესთქო. არაო, ეს საქმე სხვააო, 174-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილს გედავება -ო. რაც მდგომარეობს შემდეგში “ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.” 5000 ლარიანი ჯარიმები აღარ ყოფნით და პირდაპირ 20 000 უნდათ რომ დაწერონ, ან 60 დღემდე პტიმრობა შეგვიფარდონ! რუსული რეჟიმის მხრიდან ყველა გამკაცრებული სანქციის პირველი დატესტვა ჩემზე ხდება 7 თებერვლიდან მოყოლებული. ზოგადად რა სამართალზე და სამართლიანობაზეა საუბარი, თორემ ეს საქმე თავისი შინაარსით აბსურდია, რადგან ჯერ სასამართლო წესით ამ მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საქმეზე არ დამდებია სახდელი, რადგან ყველა საქმე გასაჩივრების/განხილვის პროცესშია, შესაბამისად ვერანაირი სამართლებრივი ლოგიკით ვერ უნდა დაეწყოთ ჩემს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით საქმის წარმოება! თუმცა ეტყობა, ძალიან ნერვებზე არიან და იოლ გამოსავალს პირდაპირ 60 დღიან პატიმრობაში ხედავენ. დღევანდელი პროცესი, ჩემი არ ყოფნის გამო გადაუდიათ, შეგატყობინებთ როდის იქნებაო. ქოცრუსებო, ხომ იცით, რომ ჯარიმებით (უკვე 19 ცალი 5000 მაქვს, ნუ ერთში 5 000 000 კი წერია) და პატიმრობით ვერ შეგვაშინებთ?! სამშობლოსთვის და შვილებისთვის თავს რომ შეგაკლავთ ესეც ხომ იცით?! ამიტომ დღესაც და სადამდეც საჭიროა ვიქნები რუსთაველზე. ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას! საქართველო გაიმარჯვებს.