კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერი ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესონ.
“ერთ-ერთი ჩანაწერი არის ის, რომ გარკვეული საკითხები, რომელსაც ევროკავშირი ვერ იღებს კონსენსუსით იმის გამო, რომ ორბანი და ფიცო უშლიან ხელს, პირდაპირ არის მოწოდება, რომ მიბაძეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ეს ეხება სანქციებს. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაასანქცირა კონკრეტული ადამიანები, იგივე რომ გააკეთოს 25-მა ქვეყანამ, ანუ 2-ის გამოკლებით, სლოვაკეთის და უნგრეთის გამოკლებით”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
