„პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი“ — ბლინკენი „ოცნების“ კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ს შეფასებით, საქართველოს მიერ მიღებული უცხოეთის „აგენტების კანონი“ პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი.
ენტონი ბლინკენს დღეს -ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. სახელმწიფო მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე და წინააღმდეგობრივ კანონზე კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ჰკითხა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“, — განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.