ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი მოუწოდებს ისრაელს, დაიწყოს გამოძიება საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ღაზაში საქველმოქმედო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.
„ჩვენ პირდაპირ ვესაუბრეთ ისრაელის მთავრობას ამ კონკრეტულ ინციდენტზე. ჩვენ მოვუწოდეთ მათ სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ, რათა გავიგოთ, რა მოხდა ზუსტად“, – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონმა დაარწმუნა ისრაელელები, რომ „უფრო მეტი გააკეთონ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, იქნება ეს უდანაშაულო პალესტინელი ბავშვი თუ დამხმარე მუშაკი“.
ღაზაში ბრძოლებს საქველმოქმედო ორგანიზაციის „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა