პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები – პრემიერი

პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით, თუ იქნება ინტერესი რომელიმე ქვეყნის მხრიდან, მზად ვარ, გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები – პრემიერი
ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუქარის ფაქტით რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები.
„ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა. „ჩვენი რაკეტების მარაგი გაიზარდა. გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალები თავდაცვითი მზადყოფნის პიკზე არიან და მზად არიან ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა მაჯიდ მუსავიმ.