პირდაპირი უცხოური ინვესტიციები I კვარტალში 7,7%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7,7%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიხედვით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მლნ აშშ დოლარი
შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.
2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
· ჩეხეთი — 43 მლნ აშშ დოლარი
· აშშ — 39,6 მლნ აშშ დოლარი
· თურქეთი — 28,1 აშშ დოლარი
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39,1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი 52,3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზეაზე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ აშშ დოლარით.