პირდაპირი ეთერის მოთხოვნით პირველ არხთან აქცია იმართება

პროევროპული პროტესტის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირდაპირი ეთერი მოთხოვნით აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროტესტის არაობიექტურ გაშუქებას და ითხოვენ პირდაპირ ეთერს ნინო ზაუტაშვილის წამყვანობით.
აქციის მონაწილეებთან გამოვიდნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და არხის გენერალური დირექტორი თინა ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ განიხილავს მათ მოთხოვნებს და დაგეგმავს ეთერს.
„ვასილ ჩემი მასწავლებელი იყო, ახლა მისკენ გახედვაც არ მინდა.
გამარჯობას არ მეუბნება, ვითომ არ მიცნობს“, — განაცხადა ნინო დარასელმა და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე როცა მას სამშობლოს სიყვარულს და ჟურნალისტიკას ასწავლიდა, თურმე ტყუოდა.
„კარგად ვერ გასწავლეთ ეტყობა“, – უპასუხა მაღლაფერიძემ.
„ან გადადექით, ან საქართველოს მხარეს დადექით“, — მიმართა დარასელმა მაღლაფერიძე.
აქციის მონაწილეების ნაწილი შევიდნენ შენობის ფოიეში. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სამი ადამიანის ეთერში შეშვება პრობლემა არ არის და ახლაც აქციიდან პირდაპირი ეთერი გადის, თუმცა სტუდიაში გადაცემის ფორმატს არხი გადაწყვეტს.
„ამას არხი გადაწყვეტს. ჟურნალისტები გადაწყვეტს. თქვენ ვერ გადაწყვეტთ. ჩათვალეთ რომ გამორიცხული“, — მიმართა მაღლაფერიძემ აქციის მონაწილეებს.
აქციის მონაწილეები ნინო ზაუტაშვილთან და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმდნენ, პირდაპირ ეთერზე 20:00 საათზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია