პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს

პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს
კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მშვიდობის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოცხადების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს.
„კონკრეტული ჩინოვნიკები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქართველმა ხალხმა გამოხატა კონკრეტული ნება საპარლამენტო არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის, მშვიდობის პოლიტიკისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე. გახსოვთ, რომ არჩევნებამდეც იყო გაშლილი კამპანია ხელისუფლების, მმართველი გუნდის წინააღმდეგ. პირდაპირი გარე ჩარევა იყო ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა, ვერც ამან გამოიღო შედეგი და ვერც არჩევნების შემდგომი შანტაჟის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს“,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი