პირდაპირი ავიარეისები სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმში 14 აგვისტოდან დაიწყება

პირდაპირი ავიარეისები სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმში 14 აგვისტოდან დაიწყება, – წერს აფხაზური აპსნიპრესი.
სააგენტოს ცნობით, აქამდე სოხუმში ჩაფრენა რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქიდან მხოლოდ გადაჯდომებით იყო შესაძლებელი.
პირველი პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია iFly-ის Airbus A330 ტიპის თვითმფრინავებით დაგეგმილია 14 და 20 აგვისტოს. წინასწარი ინფორმაციით, შემდეგი რეისებიც გაგრძელდება.
სოხუმის აეროპორტი 32 წლიანი პაუზის შემდეგ რუსული მხარის რეკონსტრუქციის შედეგად 2025 წლის 1 მაისს გაიხსნა. ქართულმა მხარემ სოხუმის აეროპორტის გახსნას შემაშფოთებელი უწოდა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში