“პირბადეს ამოფარებული ვაჟკაცები” – მოძალადეები გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ

“პირბადეს ამოფარებული ვაჟკაცები” – მოძალადეები გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ
ნიღბიანი მოძალადეები გუშინ ღამით გირჩი/დროას ოფისთანაც იმყოფებოდნენ. ფოტოს სოციალურ ქსელში გელა ხასაია აქვეყნებს.
“პირბადეს ამოფარებული ქართველი ვაჟკაცები გირჩი/დროას ოფისთან – საქართველო 2024 , გაფერადებული”- წერს გელა ხასაია.
შეგახსენებთ, რომ ღამით, თავს დაესხნენ ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს. სასტიკად, ჯგუფურად გაუსწორდნენ “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. გვიან ღამით სახლში მიუვარდნენ პოლიტიკოს გიორგი ონიანსაც.

ასევე დაგაინტერესებთ