პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო – ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?

ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბი დღემ­დე შე­უც­ნო­ბე­ლი და კვლე­ვის სა­გა­ნია. ამ­ჯე­რად, მეც­ნი­ერ­თა გან­ცხა­დე­ბით, მათ პი­რა­მი­დე­ბის ქვეშ გვი­რა­ბე­ბი, სვე­ტე­ბი, ბი­ლი­კე­ბი და გი­გან­ტუ­რი დარ­ბა­ზე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მი­ვე პი­რა­მი­დის ქვეშ ვრცელ­დე­ბა.
· პი­რა­მი­დე­ბის მო­რი­გი სა­ი­დუმ­ლო გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და პი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა სა­ტე­ლი­ტუ­რი რა­და­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
“რო­დე­საც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შე­იძ­ლე­ბა, ნამ­დვილ მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქად აღი­წე­როს”, – ამ­ბობს ერთ-ერთი მკვლე­ვა­რი, კო­რა­დო მა­ლან­გა.
მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს გი­გან­ტუ­რი ქსე­ლი ქვი­შის სიღ­რმე­ში 2.1 კმ-მდე ეშ­ვე­ბა და ის პი­რა­მი­დე­ბამ­დე სა­უ­კუ­ნე­ე­ბით ადრე უნდა აე­გოთ. მკვლევ­რე­ბი წე­რენ, რომ ამ ად­გილს შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქო­ნო­და.
· შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ სის­ტე­მას ათა­სო­ბით წლით ადრე ეარ­სე­ბა? და თუ ასეა, ვინ და რო­გორ აა­შე­ნა ის?
უკვე დიდი ხა­ნია, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი “ქვი­შის სა­ი­დუმ­ლოს” ამოხ­სნა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე ახლა კი­დევ უფრო გა­სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი ვა­რა­უ­დი.
რა­დარ­მა პი­რა­მი­დე­ბის ქვეშ ხუთი სტრუქ­ტუ­რა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამ სტრუქ­ტუ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ მათ ერ­თმა­ნეთ­თან გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლე­ბი აკავ­ში­რებთ.
გა­ცი­ლე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია რვა ვერ­ტი­კა­ლუ­რი სვე­ტი, რო­მელ­თა სიგ­რძე თით­ქმის ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ხეფ­რე­ნის პი­რა­მი­დის სი­მაღ­ლეს.
ქვის ცი­ლინ­დრე­ბი ორ რი­გა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი.
თი­თო­ე­უ­ლი სვე­ტის გარ­შე­მო კი­ბის მაგ­ვა­რი ბი­ლი­კიც ადის. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უძ­ვე­ლეს დრო­ში შექ­მნი­ლი­ყო.
103 წლის წინ, ფა­რა­ონ ტუ­ტან­ხა­მო­ნის საფ­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სპე­კუ­ლა­ცი­ებ­მა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ზე პიკს მი­აღ­წია. 1990-იან წლებ­ში, არ­ქე­ო­ლოგ­მა რო­ბერტ ბო­ვალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი პი­რა­მი­დე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­შიფ­რა.
· პრო­ფე­სორ­მა ჩან­დრა ვიქ­რა­მა­სინ­გემ გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ პი­რა­მი­დე­ბი ას­ტე­რო­ი­დე­ბის ცვე­ნის­გან დამ­ცა­ვი თავ­შე­საფ­რე­ბი იყო. მან იშ­ვი­ათ ძვირ­ფას ქვებ­ზე მი­უ­თი­თა, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის უდაბ­ნო­ებ­ში იყო გაბ­ნე­უ­ლი – ქა­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ას­ტე­რო­ი­დის და­ჯა­ხე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.
მისი მსჯე­ლო­ბით, თუ ად­რე­უ­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მამ გა­ა­ნად­გუ­რა, და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ფა­რა­ო­ნებ­მა წი­ნას­წა­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს და თავ­შე­საფ­რე­ბი აი­შე­ნეს.
შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი ფა­რა­ო­ნე­ბის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი ყო­ფი­ლი­ყო, რომ არ­მა­გე­დონს გა­დარ­ჩე­ნოდ­ნენ?
მეც­ნი­ე­რე­ბი არა­ფერს გა­მო­რი­ცხა­ვენ, თუმ­ცა ამის შეს­წავ­ლას და სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მი­ღე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ამ კვლე­ვას და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ის, რა­ზეც კო­რა­დო მე­ლან­გა სა­უბ­რობს, მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რი, მე­ლან­გა გა­მო­ირ­ჩე­ვა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით. ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებს აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი კი­თხვა აქვთ და ეს ის თე­მაა, რა­ზეც დიდი ხანი იმ­სჯე­ლე­ბენ.
წყა­რო: ambebi.ge