“3 კვირაა, თავს ვიკავებდი რაიმეს დაწერისგან, მაგრამ ამ თემაზე დუმილი ნამდვილად არასწორია.თანადგომას ვუცხადებ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს. არ არსებობს სამართლიანი მიზეზი, რის გამოც ის წინასწარი პატიმრობაში უნდა იყოს.მივმართავ ქუთაისის სასამართლოს, გაითვალისწინოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის საზოგადოებისა და კოლეგების თხოვნა და გაათავისუფლოს ეს უაღრესად წესიერი, სამართლიანი, სიტყვის თავისუფლების თანამედროვე მედროშე მზია ამაღლობელი.ვინ, ვინ და თქვენ რომ რამე დაგემართოთ, სწორედ მზია გამოვა პირველი თქვენს დასაცავად.მართლა, სირცხვილია ამ ადამიანის დაპატიმრება. სირცხვილია პროკურატურის ბრალდება და ის დასაბუთება, რის გამოც ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა.მართლა გჯერათ, რომ უპასპორტოდ დარჩენილი მზია მიიმალება და ვინმეზე, მით უფრო პოლიციელებზე მოახდენდა ზემოქმედებას ჩვენების შესაცვლელად?პირადად მზად ვარ თავდებში ჩავუდგე მზია ამაღლობელს და მოვითხოვ მის პატიმრობიდან გათავისუფლებას”, — წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი .




