„პირადად ივანიშვილის შპანაა“ – გოგიჩაიშვილი თავდამსხმელებზე

ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, „ფორმულასთან“ საუბარში იხსენებს მასზე დღეს მომხდარ თავდასხმას.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიაში მიდიოდა, ხოლო თავდამსხმელები „ქართული ოცნების აქციიდან ბრუნდებოდნენ“.
„ვიღაც ადამიანების ხმა მესმოდა ჩემი მისამართით. რაღაცებს იძახდნენ, როცა მივტრიალდი – ვერ მიცანიო [მკითხეს]. ცოტა ახლოს მივედი, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ ყველანი, ალკოჰოლის მძაფრი სუნი ასდიოდათ.
ჩვეულებრივი „შპანა“ იყო. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხყოფა თქვა. ამას მოჰყვა ყველაფერი, რაც მოჰყვა. კარგი იქნება თუ ამ კადრებს ამოიღებენ და გაუშვებენ. ბევრნი იყვნენ. თავიდან მეგონა 10 კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტნი იყვნენ.
ესენი არიან პირადად ივანიშვილის „შპანა“. [..] ქართული ოცნების დროშები ეჭირათ ხელში“, – ამბობს იგი.
-ს განცხადებით, გამოძიება მომხდარზე 126-ე მუხლით დაიწყო – ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში