პიოტრ ზილენსკის დიაგნოზი არასწორი გამოდგა

პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველმა პიოტრ ზილენსკიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩეხეთთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. ეროვნული გუნდის საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სტენოკარდია აქვს და სამკურნალოდ ნეაპოლში დაბრუნდა.
თუმცა, პოლონელი ექიმების დიაგნოზი არასწორი გამოდგა – ზილენსკის ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლის ანთება) დაავადება აქვს. მას ჯერ ვარჯიში არ დაუწყია და დიდი ალბათობით 25 ნოემბერს “ნაპოლის” სტუმრად “ატალანტასთან” ვერ დაეხმარება.