“ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ინტერს” შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პოლონელმა “პარტენოპეის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და კარიერის გაგრძელება “ნერაძურიში” გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, ზელინსკი “ნაპოლის” 2016 წელს, “უდინეზედან” შეუერთდა.