პიოლი: რონალდო მესის ამის გამო სჯობს

“ალ ნასრის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ახსნა, რატომ სჯობს მისი აზრით კრიშტიანო რონალდო ლიონელ მესის.
“ვფიქრობ, რონალდო მესის სჯობს, რადგან მან იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე უთამაშია”, – ციტირებს პიოლის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ პიოლის “ალ ნასრიმ” მწვრთნელის სადებიუტო შეხვედრაში გასვლაზე სტივენ ჯერარდის “ალ ეტიფაქს” 3:0 სძლია.