პიოლის ბედი “ნიუკასლთან” მატჩზეა დამოკიდებული – “მილანში” იბრაჰიმოვიჩის და აბატეს მოსვლას წინასწარმეტყველებენ

La Repubblica-ს ცნობით, თუ “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში გასვლაზე “ნიუკასლთან” დამარცხდება, დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის დაითხოვს.
“როსონერის” ჩაბარების მთავარ კანდიდატად სეზონის ბოლომდე იგნასიო აბატე სახელდება, რომელიც “ლომბარდიელთა” ღირსებას დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და ახლა “სან სიროს” ბინადართა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.
საინტერესოა, რომ “მილანში” ამ შემთხვევაში დაბრუნდება ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, ვინაც აბატეს ერთ-ერთ ასისტენტად, ან გუნდის დირექტორად და გასახდელში ჯანსაღი ატმოსფეროს შემქმენლად მოიაზრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში