პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ჟერარდ პიკემ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ ტოპ ლიგებში უფრო ნაკლები შეხვედრები უნდა ჩატარდეს, ვიდრე ახლა.
ამასთანავე, კატალონიელი თვლის, რომ უფრო მეტი ტოპ მატჩი უნდა გაიმართოს.
“მესმის, რომ ორგანიზატორებს ბევრი ფულის გამომუშავება სურთ, მაგრამ ფეხბურთისვის უფრო ნაკლები თამაშები უკეთესი მგონია. ვთვლი, რომ პარალელურად უფრო მეტი ექსკლუზიური მატჩი უნდა ვიხილოთ. ეს ფეხბურთსაც წაადგება და მაყურებლისთვისაც უფრო საინტერესო იქნება,” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ასევე დაგაინტერესებთ