პიერპაოლო პიჩიოლო VALENTINO-ს ტოვებს

პიერპაოლო პიჩიოლო Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი აღარ იქნება – ამის შესახებ განცხადებას იტალიური მოდის სახლი ავრცელებს.
“პიერპაოლოს მიმართ მადლობელი ვარ შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლში გაწეული საქმიანობისთვის, მისი ხედვისთვის, თავდადებისა და კრეატიულობისთვის”. – უთხრა მოდის სახლის აღმასრულებელმა დირექტრომა გამოცემა WWD-ს.
Valentino-ში ასევე განაცხადეს, რომ პიჩიოლის მიერ შექმნილი “უკანასკნელი 25 წელი მოდის სახლში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს”.
პიერპაოლო პიჩიოლი Valentino-ს 1999 წელს აქსესუარების დიზაინერების როლში მარია გრაცია კიურისთან ერთად შეუერთდა. 2008 წელს პიჩიოლი და კიური შემოქმედებით ხელმძღვანელებად დაინიშნენ, 2016 წლიდან კი კიურის Dior-ში წასვლის გამო პიერპაოლო პიჩიოლიმ საქმიანობა მარტომ განაგრძო.