პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა – მიხაილ როთი

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული დან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.
„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , – წერს როთი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია