“პიატნაშკას” ლიდერი ახრა ავიძბა: ხალხის მხარდასაჭერად სოხუმში ჩამოვედი

უკრაინაში ს მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება “პიატნაშკას” ლიდერმა, ახრა ავიძბამ “Газета.Ru-თან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სოხუმში “ხალხის მხარდასაჭერად” და მათთვის “საფრთხეების თავიდან ასარიდებლად” ჩამოვიდა.

ახრა ავიძბა აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ მისი დამსახურებით ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა – სხვადასხვა საკითხზე გამართულ საპროტესტო აქციებს აფხაზეთში 2019 წელს სწორედ ახრა ავიძბა  ხელმძღვანელობდა.

“ხალხის მხარდასაჭერად მოვედი, რადგან ყოველთვის გვასწავლიდნენ – სადაც სამზე მეტი აფხაზია, ყოველთვის ადექი და იკითხე რა და როგორო. ამიტომ, მოვედი, რომ ჩემს ეთნიკურ ჯგუფთან დავდგე და საფრთხეები თავიდან ავარიდო,” – თქვა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვადამდელი ს დანიშვნის შემთხვევაში, ს [დე ფაქტო] პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს.

“მე არ ვაპირებ თანამდებობაზე კენჭისყრას, რადგან არ მიმიღია ხალხისგან ისეთი დავალება, რომ ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი ამ რანგში,” – აღნიშნა ავიძბამ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

წყარო