პიანისტი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა, რუსეთის ციხეში მშრალი შიმშილობით გარდაიცვალა

რუსეთში, ქალაქ ბირობიჯანის საპატიმრო იზოლატორში გარდაიცვალა პაველ კუშნერი, პიანისტი, რომელიც ში მოსკოვის შეჭრას აპროტესტებდა. ის 39 წლის იყო.
კუშნერის ახლობლების ინფორმაციით, პიანისტის გარდაცვალების მიზეზი პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გახდა.
მუსიკოსი რუსმა სამართალდამცველებმა მაისში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ქმედებების საჯარო მოწოდების მუხლით აღიძრა.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი მართავდა არხს youtube-ზე სახელად “უცხოეთის აგენტი მალდერი” (“Иноагент Малдер“), სადაც პოეტური ფორმებით აკრიტიკებდა ს ხელისუფლებასა და სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. არხს სულ 5 გამომწერი ჰყავდა.
პიანისტი ბირობიჯანის კონსერვატორიაში მუშაობდა.